თიანეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა მდინარე იორის ჭალა დაასუფთავეს

თიანეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა გადაწყვიტა დაესუფთავებინათ მდინარე იორის ჭალა, რომელიც ხშირად ხდება ადამიანთა მასპინძელი ლაშქრობების თუ ექსკურსიების დროს, რის გამოც ამ ტერიტორიაზე ეკოლოგიური პრობლემები იქმნება. 

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეძლებისდაგვარად ეზრუნათ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, ამიტომ 26 ივნისს მათ ერთობლივი ძალებით დასაუფთავეს ტერიტორია და რამდენიმე ტომარა ნაგავი მოაგროვეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ აქ არა მარტო ლაშქრობების შემდეგ დარჩენილი ნაგავი, არამედ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი აღმოაჩინეს, რაც ნამდვილად არ ყოფილა მათთვის უმნიშვნელო ფაქტი. 

გამვლელები ამ ყველაფერს გულგრილად არ შეხვედრილან და ისინიც ეხმარებოდნენ ,,მწვანე თიანეთის" წევრებს. მოსწავლეებისა და მოხალისეების მიერ შეგროვილი ნაგავი ბოლოს მერიის მიერ გამოყოფილმა დასუფთავების მანქანამ ნაგავსაყრელზე გადაიტანა.