მორიგი ტრენინგი ზუგდიდის ეკოჰაბში

25 ივნისს შედგა ტრენინგ-შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკოჰაბში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამ რეგიონის სხვადასხვა სკოლის მე - 10-11-12-ე კლასელებმა. ტრენინგი ჩაატარა საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მაია ღუბელაძემ. 

თემა ეხებოდა კომუნიკაციის ფორმებს. ტრენინგის მსვლელობისას ჩატარდა ჯგუფური მუშაობა, რომელშიც ჯგუფებს უნდა წარმოედგინათ მათ მიერ შერჩეული ნებისმიერი თემის პრეზენტაცია. თემები იყო შემდეგი: ბულინგი, სისხლის ბანკის მნიშვნელობა, ნარჩენების გადამუშავება და კეცხოველის პრემიის ტურისტულ რუკაზე დატანილი ერთ-ერთი მარშრუტი. 

ტრენინგის ინიციატორი იყო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მაია კოდუა. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო იმ კუთხითაც, რომ მონაწილეებმა დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2019“-ის ფარგლებში.