კეცხოველის სასკოლო კონკურსში ვანის სოფელ მიქელეფონის სკოილა აქტიურად ჩაერთო

იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის გუნდმა "მწვანე მომავალი" მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების უკეთ გააზრებისათვის და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვისათვის.

პედაგოგ მარიამ ქართველიშვილთან ერთად მოსწავლეებმა განიხილეს ჩვიდმეტივე მიზანი და სსსმ მოსწავლეს დაეხმარნენ ამ მიზნების ნათლად გააზრებასა და დანახვაში. მათ თნამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით და გუნდური მუშაობით სამოქმედო გეგმაში შეიტანეს ცვლილება. პრიორიტეტად არჩეულ ეკოლოგიურ მიზნებს დაემატა გენდერული თანასწორობისა და ბულინგის აღმოფხვრის იდეები.მათ ფართოდ განიხილეს ეს საკითხები და დასახეს მიზნები.