მოსწავლეებმა თეთრიწყაროს სოფელ სამღერეთში ფიჭვის 60 ნერგი დარგეს

თეთრიწყაროს სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო"-ში წარდგენილი იყო პროექტი "მოვუსმინოთ ბინებას" რომელმაც მოიპოვა გამარჯვება და შესაბამისად დაფინანსება. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო სოფელთან ახლოს მდებარე ფიჭვის ტყეში ნერგების დარგვა და ბანერების დამონტაჟება.აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაირგო 60 ძირი ფიჭვის ნერგი და დაიდგა 4 დიდი ზომის ბანერი.აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.