აფხაზეთის N14 სკოლის გამწვანების აქციაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „კაქტუსი“ წევრებმა მოხალისე მოსწავლეებთან ერთად, გააშენეს სკოლის ეზოში მდებარე ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერი. ბავშვებმა დარგეს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები... 

ხეების დარგვაში ეკო-კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის თავმჯდომარე, ქალბატონი ცირა გულუა. 

მსგავს ღონისძიებას მომავალში გეგმავენ კაქტუსის წევრები მოხალისე მოსწავლეებთან ერთად.