პატარა გარემოსდამცველებმა ჩხოროწყუს ქუჩებში მოქალაქეებს გარემოს დაცვის დღე მიულოცეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "კირცხი და ძელქვებმა", გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ დაამზადეს პლაკატები და ფერადი წერილები, რომლითაც ადამიანებს მიუთითეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. ჯერ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ჰქონდათ შეხვედრა. 

ამის შემდეგ ბავშვები სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე გავიდნენ და გზაჯვარედინზე შეაჩერეს ათეულობით მანქანა. ყველას მიულოცეს ეს დღე და ფერადი ბარათები სხვადასხვა კუთხეში გააგზავნეს. შემდეგ მოსწავლეებმა ჩხოროწყუს ცენტრში გადაინაცვლეს. გამგეობას, განათლების რესურსცენტრს და სხვა დაწესებულებებს ესტუმრნენ. ქუჩაშიც დაარიგეს ბარათები. ესაუბრნენ მოქალაქეებს.

მოსწავლეებმა დააფიქსირეს, რომ ბევრმა ადამიანმა ამ დღის შესახებ არ იცოდა. ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ გარემოს დაცვაზე. ამიტომ კლუბი თავის სამუშაო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ირჩევს.