ვებინარი დავით კეშელავასთან

დაბა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის EDC-გარემოსდამცველთა კლუბი, აქტიურად აგრძელებს ონლაინ ვებინარებში ჩართვას. 8 აპრილს ეკოკლუბი ჩაერთო CENN-ის შემოთავაზებულ ვებინარში, რომელსაც უძღვებოდა დავით კეშელავა.
 
 
ვებინარის თემა იყო COVID19-ის გავლენა საქართელოს ეკონომიკაზე და გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიები. დავითმა ვებინარის მიმდინარეობისას განიხილა შემდეგი საკითხები: კორონა ვისურსის გავლენა ტურიზმის სექტორზე, რას უნდა ველოდოთ უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით, სახელმწიფოები კრიზისის დროს და ამ კრიზისის პერიოდები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, შესაძლებლობები რომლებიც ბიზნესითვის გაჩნდა. საქართველო ისივე როგორ სხვა ბევრი ქვეყანა, აქტიური გავრცელების ფაზაში ვართ, ანუ ყოველდღიურად სწრაფი ტემპით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ძალიან ცოტა ქვეყანამ მიაღწია კლების პერიოდზე. ვირუსი სულ უფრო და უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე, ისეთ ქვეყნებზეც სადაც ჯერ არ გავრცელებულა ვირუსი. გავრცელებისთანავე ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკის სტატისტიკაზე.
 
 
პირველი ზიანი ეკონომიკაში, რომელიც კორონა ვირუსმა მიაყენა ეს იყო ტურიზმი. ტურიზმი ბევრ სექტორთან არის დაკავშირებული, მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 12%-ია. საქართველო კი საკმაოდ დამოკიდებულია ტურიზმის სეტორზე. ტურისტთან დაკავშირებულ რომელიმე სექტორს თუ ამოვიღებთ, ის გავლენას მოახდენს სხვა სექტორებზე, მათ შეაფერხებს, ანუ სექტორები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საქართველოში კორონა ვირუსმა შეაფერხა ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესები, შეამცირა ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, შიდა მოხმარება და შიდა ინვესტიციები. საქართველომ დაახლოები თ 4.4 მილიარდი დოლარი შესაძლოა დაკარგოს ამის გამო. ამ თანხაში შედის იმპორტი შემცირება, მოგზაურობის შეწყვეტა, საგარეო დაფინანსებების შემცირება.
 
 
ვირუსის გავლენა საქართველოზე სექტორების მიხედვით ყველაზე დიდი გავლენა აქვს მოგზაურობაზე, კაფე რესტორენბზე, სავაჭრო ცენტრებზე, მშენებლობაზე. ეკონომიკური ზრის მიხედვით ყველაზე ოპტიმისტური შედეგი რომლის პროცენტულობა შედარებით ნაკლებია, გულისხმობს რომ აპრილის ბოლომდე ეს სიტუაცია დამთავრდება. შუალედური გულისხმობს, რომ მაისში ეს პროცესი ჩაწყნარდება, მაგრამ ოქტომბერში თავიდან იფეთქებს. ყველაზე პესიმისტური სცენარი გულისხმობს, რომ მთელი წელი ამ ვირუსთან ბრძოლა მოგვიწევს.
კრიზისის დროს სხვა ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას: ბიზნესის, დასაქმებულების და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებით, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით და სხვა ზომებით.
 
 
ვებინარი ეკოკლუბელებისათვის ძალიან საინტერესო იყო. EDC-გარემოსდამცველთა კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და მომავალშიც აპირებს დაესწროს სხვა ონლაინ სემინარებს.