"სამართალდამცავი ქალები"

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელი ამინა ხანგოშვილი დაესწრო ონლაინ  შეხვედრას თემაზე ''სამართალდამცავი ქალები", რომელიც ორგანიზაცია USAID-ის და PROLoG-ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

ეს შეხვედრათა ციკლი მიზნად ისახავს, ქალების გაძლიერებას, მათ ჩართულობას სამოქალაქო საქმიანობაში, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალთა ძალადობის შეჩერებასა, მათი უფლებების დაცვას, გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას, ქალების კარიერული წინსვლის ხელშეწყობას.

ამჯერად, შეხვედრაზე მოწვეული იყო სპეციალური სტუმარი - სამართალდამცავი ქალი, კერძოდ, მე-3 უწყების ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელიც უკვე მე-13 წელია მუშაობს ამ საჯარო სამსახურში. 

ინსპექტორმა მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ამ სფეროში, ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე, ქალთ უფლებეზე და მათი აქტიურობის მნიშვნელობაზე ყველა სფეროში.