ბადიაურის სკოლის ეკოკლუბელებმა კეცხოველის პრემიის შესახებ ვებ-ტრენინგი ჩაატარეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ედელვაისის" წევრებმა საგარეჯოს მ.ა.სახლთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ვებ-ტრენინგი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის შესახებ.

ეკოკლუბელებმა ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნებზე და გააცნეს მოსწავლეებს ამ პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია. ასევე, ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებასა და სამწლიანი ჩართულობის შესახებ, თუ რა აქტივობებს და ღონისძიებებს ახორციელებდნენ პროექტის ფარგლებში.

ეკოკლუბელებმა სკოლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და მომავალ წელს პრემიაში ჩართვა შესთავაზეს.