ონლაინ საუბრები ბეტსელერების შესახებ

პანდემიისას სახლში ყოფნის პერიოდში დროის გაყვანისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წიგნის კითხვა. ინტერნეტი ამის საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჭიათურის N1 სკოლის ეკოკლუბი კვლავ აგრძელებს სახლის პირობებში აქტივობებში მონაწილეობას და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას.

ეკოკლუბმა მოუსმინა ონლაინ საუბარს, რომლის თემა იყო "ლიტერატურული საკითხები და ბეტსელერები". ამ სესიას უძღვებოდა ირაკლი ბაკურიძე.

ონლაინ საუბარი ძალიან საინტერესო გამოდგა და ეკოკლუბი აპირებს მომავალშიც მსგავსი ტიპის ლექციებში მონაწილეობის მიღებას. ასეთი ლექციები ეკოკლუბების აზრით გაზრდის მათ ინფორმირებულობას ლიტერატურისადმი.