ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

6 აპრილს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტყეში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ერთ-ერთი კერა, რომელმაც ერთი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, ჩააქრეს, თუმცა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ახალი კერა გაჩნდა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გავიდნენ ცეცხლის ჩასაქრობად. როგორც უწყებიდან პირველ არხს აცნობეს, ტყის სიღრმეში სახანძრო ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელი იყოდა ხანძრის ლიკვიდაციას ცოცხალი ძალა მოახდენდა.

სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარი სახელმწიფო სატყეო ფონდს არ შეხებია. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.