ახალციხის N5 სკოლის ეკოკლუბმა მათ მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიური სიტუაცია მოიკვლია

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "შუაღამის მზის" წევრი ლიზი ინასარიძე ვიდეოზარის მეშვეობით გაესაუბრა ახალციხის კლინიკა "იმედის" პედიატრ-ინფექციონისტსა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგს, ქეთინო ჯინჭველაძეს.

ინტერვიუსთვის წინასწარ შედგენილ იქნა კითხვები მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, ახალი Covid_19 iის ჭრილში.

ეპიდემიოლოგთან საუბარში გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 155 ადამიანი. მათ უმრავლესობას გაუვიდა ინკუბაციური პერიოდი, რომელიც შეადგენს 14 დღეს.

2.04.20-ის მდგომარეობით თვითიზოლაციაში რჩება 13 ადამიანი. 4 მოქალაქე თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო გადაყვანილ იქნა კარანტინში.

ახალციხელი ეკოკლუბელები ყველას მოუწოდებენ დაიცვან საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ მიღებულ აკრძალვებს.