ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა: რა არის კომპოსტი?

ახალციხის N5 სკოლის ეკო-კლუბმა "შუაღამის მზე" 31 მარტს ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა ეკოკლუბის მოხალისეებთან თემაზე: "რა არის კომპოსტი?"

აღნიშნული შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მოეწყო, რომლისთვისაც გამოყენებული იქნა ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე აღებული ინტერვიუს დროს მათ სპეციალისტმა თორნიკე იაკობაძემ მიაწოდა.

რა არის კომპოსტი? რაში გვეხმარება ის ადამიანებს? როგორ მზადდება საკომპოსტე ადგილი და გროვა? -  ამ თემებთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მონაწილეები ახლო მომავალში შეასრულებენ სპეციალურ დავალებებს და გამოკითხვებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც ეკოკლუბი საკუთარ ონლაინ აუდიტორიის გვერდზე ატვირთავს.