საუბრები ტყეზე რეზო გეთიაშვილთან ერთად

30 მარტს შედგა ონლაინ სემინარი რეზო გეთიაშვილთან ერთად. მასში მონაწილეობა მიიღეს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა მთელი საქართველოდან.

საუბარი წარიმართა შემდეგ საკითხებზე: საქართველოს ტყეების ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება, სოფლის განვითარების თანამედროვე გაგება მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებელი ტყიდან; ტყეები და უსაფრთხოება, ბუნებრივი კატასტროფები სუფთა წყალი, ტყეები და ეკონომიკის სხვადასხვა დარგები: 

o ენერგეტიკა
o ტურიზმი და კურორტები
o სოფლის მეურნეობა
o ინდუსტრია

ტყეების როლი ნახშირბადის გლობალურ ციკლში; ტყის ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობა; სამეცნიერო, ისტორიული, სულიერი და კულტურული მნიშვნელობა.

როგორც საგარეჯოს სოფელ ბადიაურის სკოლის ეკოკლუბელები გვწერენ, სემინარი მეტად საინტერესო გამოდგა მოსწავლეებისთვის. ასევე მოხდა შედარება ქართულ ლიტერატურასა და ბუნებას შორის, რაც მოსწავლეების აზრით საკმაოდ კრეატიული და გამორჩეული იყო.