×

ძვირფასო ეკოკლუბელებო,
გთხოვთ, აქტივობები გადაიტანოთ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

ვებინარი - "კორონავირუსი - მითები და რეალობა"

25 მარტს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე  ეკოკლუბებმა მონაწილეობა მიიღეს CENN ევროკავშირისა და New World პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულ ვებინარების კვირეულის -„WASH, ადამიანის უფლებები და გარემოში“- რიგით მესამე, ერთსაათიან სესიაში: "კორონავირუსი - მითები და რეალობა".

სესიას უძღვებოდა ექიმი არჩილ მარშანია. მან ისაუბრა კორონავირუსის გარშემო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითების შესახებ და ზოგიერთი მათგანის სიყალბე სესიაზევე თვალნათლივ დაამტკიცა.

ვებინარი მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბავშვებისთვის განმტვირთველი და სასარგებლო აღმოჩნდა. მოსწავლეები შეეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ მიღებული ცოდნა და დაამსხვრიონ საზოგადოებაში არსებული მითები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია.