×

ძვირფასო ეკოკლუბელებო,
გთხოვთ, აქტივობები გადაიტანოთ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

ონლიან შეხვედრა "მზის შვილები"

თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადას ეკოკლუბის ინიციატივით შედგა პირველი ონლაინ შეხვედრა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სადაც კლუბის მეურვემ, ლაურა ჯიმშელეიშვილმა ისაუბრა ამ სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე და იმაზე, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის 21 მარტს აღნიშვნას.

ეკოკლუბელებმა ასევე შეიტყვეს თუ ვინ შეისწავლა ეს დაავადება პირველად (ჯონ ლენგდონ დაუნი). განიხილეს მათი შესაძლებლობები და ამის მიხედვით მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

ეკოკლუბელებმა უკვე იციან, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადმაინებს "მზის შვილებს" უწოდებენ. ეს იმიტომ რომ ისინი მიიჩნევიან მსოფლიოში ყველაზე თბილ ადამიანებად.