×

ძვირფასო ეკოკლუბელებო,
გთხოვთ, აქტივობები გადაიტანოთ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

ონლაინ-სემინარი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელისგან

ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ეკოკლუბ MOLLY-ის ლიდერი ქეთი ერთგულაშვილი დაესწრო ონლაინ-სემინარს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. სემინარს უძღვებოდა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე.

ეკოკლუბელის თქმით, თითოეული მონაწილე კმაყოფილი დარჩა ჩატარებული ტრენინგით. ესმა გუმბერიძემ მარტივი ენით აუხსნა ბავშვებს ყველაფერი. გარდა მდგრადი განვითარების მიზნებისა მან ისაუბრა გაცვლით პროგრამებსა და უფასო ბანაკებზე. ასევე ისაუბრა საკუთარ ვიზიტებზე სხვადასხვა ქვეყნებში. 

სემინარის დასრულების შემდეგ ახმეტის N1 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენელი დაუკავშირდა სპიკერს და სთხოვა სკოლების გახსნის შემდეგ ჩავიდეს ახმეტაში და ჩაატაროს სემინარი, რაზეც თანხმობა მიიღო.