×

ძვირფასო ეკოკლუბელებო,
გთხოვთ, აქტივობები გადაიტანოთ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

კვლევა: გაზიფიცირების მდგომარეობა გორის მუნიციპალიტეტში

ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "ჩვენ და ბუნების" წევრებმა თებერვლის თვეში, სამუშაო შეხვედრაზე დაგეგმეს, მოეკვლიათ გორის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ გორში გაზიფიცირების პროცესი და მასთან არსებული პრობლმები.

ამ მიზნით ეკოკლუბელები შეხვდნენ გაზის სამსახურის თანამშრომლებს და გავარკვიეთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში 8808 ოჯახი ან არაა გაზიფიცირებული ან არ იყენებს გაზს გასათბობად.

მოსწავლეებმა ეს ინფორმაცია გორის გამგეობისა და საკრებულოს გამგებლების დახმარებით დააზუსტეს და როგორც საბოლოო მონაცემებით დაადგინეს - 1 ოჯახი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 5 მ3 შეშას მოიხმარს და ამ ციფრებიდან გამოდის, რომ 44040 მ3 ხე იჩეხება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში.

გორის N4 სკოლის ეკოკლუბელების აზრით, ეს მონაცემები მოწმობენ იმას, რომ ტყის მასობრივი ჭრა ეკოსისტემების განადგურებას გამოიწვევს და საბოლოოდ კლიმატის გლობალურ ცვლილებებს მივიღებთ.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბელებს კვლევაში დაეხმარა მე-10 კლასის შშმ მოსწავლე.