ხულოს სოფელ ძირკვაძეების სკოლამ კეცხოველის სახელობის კონკურსში სოფელ უჩხოს სკოლა ჩართო

6 თებერვალს მთიან აჭარაში, ხულოს სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის გუნდი ძირქვა ესტუმრა უჩხოს საჯარო სკოლას. მასპინძლებს გააცნეს ნიკო კეცხოველის ბიოგრაფია, შემოქმედება, კეცხოველის კონკურსი და მისი პირობები. ესაუბრნენ გარემოსდაცვით მიმართულებებზე ნარჩენების მართვაზე.გააკეთეს პრეზენტაციები, მოუყვნენ მათ მიერ ჩატარებულ აქტივობებზე. შეთანხმდნენ ორ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.დასარულს ორივე სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა და დისკუსია. 

დისკუსიის დროს წამოიჭრა ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი, რომელიც დღემდე მოუგვარებელია სოფლებში. მოსწავლეებმა უჩხოს სკოლიდან გეზი აიღეს იქვე მდებარე, 11-12 საუკუნეებით დათარიღებულ, უჩხოს თაღიანი ხიდისაკენ, რომელიც საქართველოს აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა იმდროინდელ საქართველოში. ხიდზე გადაიღეს სურათები. უჩხოს საჯარო სკოლა მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს და ჩაერთოს კეცხოველის კონკურსში.