ჭიათურის სოფელ გეზრულის სკოლა კომპლექსურ გარემოსდაცვით ღონისძიებებს ახორციელებს

ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნიკო კეცხოველის პრემია 2018-ის“ ფარგლებში ბოლო ექსკურსია მოაწყო. ტურში მონაწილეობდა ეკოკლუბის შვიდივე წევრი და ხელმძღვანელი. ექსკურსია კომბინირებული სახის იყო და მიზნად იყო დასახული: • ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, ლანჩხუთის ტურისტული პოტენციალის შეფასება • წყაროების შეფასება • საგზაო ინფრასტრუქტურის შეფასება • მყარი ნარჩენები და მაგისტრალი • ინკლუზიური გარემო და გენდერი • კვების ობიექტების შეფასება • ტურისტული ინფრასტრუქტურის შეფასება • კოლხეთის ბარისა და გურიის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორიის მონახულება • ჭაობები და დაბალი მთის ტყის ლანდშაფტების შეფასება.

ზემოთაღნიშნული საკითხების შეფასება მიმდინარეობდა კომპლექსურად 8 საათიდან 22 საათამდე. შეფასება ასეთია: • ტურისტული პოტენციალით ზემოთ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მდიდარია ჭიათურა. • ყველაზე მეტად დაბინძურებულია კაცხის წყაროს (მდებარეობს გზის პირას) ტერიტორია, ყველაზე სუფთა კი ჯიხეთის მონასტრის გზის პირას მდებარე წყაროა, ასევე _ ჯიხეთის მონასტრის ოწინარიანი ჭის მიდამოები (აღსანიშნავია, რომ გეზრულელმა მოსწავლეებმა პირველად ნახეს ოწინარიანი ჭა), ყველაზე მეტი დებიტი აქვს თვალუეთის წყაროს. 

ჭიათურა-ბაღდათი-ლანჩხუთის მონაკვეთი (შემოვლითი გზა) ყველაზე მეტად ამორტიზებულია ვანი-დაფნარის მონაკვეთზე, ყველაზე რთულად ჩაითვალა სვირი-ბაღდათის მონაკვეთი ხშირი მოსახვევების გამო. ყველაზე კომფორტულად შეფასდა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი. • მყარი ნარჩენებით ყველაზე მეტად დაბინძურებულია ბოსლევი-დილიკაური-ზესტაფონის და ზესტაფონი-ბაღდათის მონაკვეთი. დაბინძურების პიკია ბოსლევი-დილიკაურის მონაკვეთზე (აღნიშნული მონაკვეთის დასუფთავებაზე გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბს უკვე გაგზავნილი აქვს ადვოკატირების შემცველი განცხადება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე). ყველაზე სუფთა მონაკვეთად აღიარებულ იქნა ჭიათურა-კაცხის მონაკვეთი.

განხორციელებული ექსკურსიის მოწყობაში მონაწილეობდა 5 გოგონა და 2 ვაჟი, მათ გადანაწილებული ჰქონდათ ფუნქცია-მოვალეობები (დროის მართვა, უსაფრთხოება, დაკვირვება და შეფასება და ასე შემდეგ). ექსკურსანტები ეწვივნენ გურიაში მდებარე ერთ-ერთ მცირე საოჯახო-სოციალურ სახლს, მოინახულეს 8 ბენეფიციარი და გადასცეს საჩუქრები, რომლებიც განსაზღვრული იყო სოციალური სახლის მენეჯერის მიერ მიწოდებული საჭიროებათა ნუსხით (საკვები პროდუქტები, ჭურჭელი, ჰიგიენის საშუალებები, თეთრეული). სოციალურ სახლში ეკოკლუბელები დარნენ დაახლოებით 2 საათით და ბენეფიციარებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობებში. ითამაშეს ჭადრაკი, მხიარული „ბაწარი“, დაათვალიერეს ეზო, ბაღი, ბოსტანი, შეაფასეს ოთახის მცენარეები. დაცილების წინ მოსწავლეებმა და ბენეფიციარებმა გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია, აღუთქვეს ერთმანეთს, რომ მეგობრობას გააგრძელებდნენ. 

სოციალური აქცია მთლიანად დაფინანსდა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა გაერთიანება „თვისტომის“ მიერ. • კვების ობიექტებიდან ყველაზე უკეთესად შეფასდა ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებული სწრაფი კვების ობიექტები (სანიტარული ნორმები, მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობა, საკვების გემო, ფასი); კვების ობიექტების სიმწირეა ზესტაფონი-ბაღდათი-ვანის მონაკვეთზე, თუმცა, არსებობს მაღაზიები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და არა ტურისტებზე. • მოსწავლეები მოიხიბლნენ ჯიხეთის მონასტრის ლანდშაფტითა და გურიის დაბალი მთებით, მოინახულეს რიონისპირა ჭაობიც. აღინიშნა მეწყრული უბნებიც. კოლხეთის ბარისა და დაბალი მთის ტყის ლანდშაფტებში შეამჩნიეს მათთვის უცნობი მცენარე წყავი. წყავის ყველაზე დიდი ეგზემპლარები მოინახულეს ჯიხეთის მონასტრის ეზოში. ამავე მონასტრის მეურნეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიურად სუფთა (მემცენარეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით). 

ექსკურსიის საგზაო ხარჯი გეზრულის საჯარო სკოლამ დაფარა. ტური განხორციელდა „მოიარე და მოუარე“-ს ფარგლებში. ექსკურია განხორციელდა მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით: მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის. მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების