2 თებერვალს ფოთში ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე აღინიშნა (ვიდეო)

2 თებერვალს აღინიშნება ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე. ამ დღეს მიეძღვნა კონფერენცია კოლხეთის ეროვნულ პარკში , რომელსაც ესწრებოდნენ ზუგდიდის ეკოჰაბის , სამეგრელო ზემო სვანეთი, მოსწავლეები, CENN-ის მხარდაჭერით, კოორდინატორი, მაია კოდუა. მეგობართა ასოციაცია "ნორჩი ელჩები",  ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ეკოლოგიის წრის და ქ.ალაქ ფოთის მე-4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები. კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები, ნაჩვენები იყო საინტერესო ფილმები, 

ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბის მოსწავლემ წარმოადგინა ანიმაციური ფილმი, რომელმაც თანატოლებისა და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. კონფერენციის შემდეგ მოეწო საველე გასვლა პალიასტომის ტბის სანაპიროზე, სადაც ორნითოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით მოსწავლეებმა მოახდინეს ფრინველებზე დაკვირვება და გაეცნენ ფრინველთა აღრიცხვის ხერხებს.