კახეთში, ახალსოფლის N2 სკოლის კიბეები ბავშვებმა გარემოსდაცვითი შინაარსის ლექსებით გააფორმეს

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტფეტის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა.

მოსწავლეებმა მათ მიერვე ჩატარებული კონკურსის: ,,გარემოსდაცვითი ლექსების’’ კონკურსის გამარჯვებულის ლექსი გადაიტანეს სკოლის კიბეებზე. ამ საინტერესო იდეის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლის ადმინისტრაციამ.