მიუხედავად ალტერნეტივის არსებობისა, მულახის თემში (ზემო სვანეთი) მოსახლეობის 100% სათბობად შეშას იყენებს

მესტიის სოფელ მულახში, სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მულახის თემის 100% გასათბობად იყენებს ტყის რესურსს - შეშას. მოსახლეობის სრული უმრავლესონის განცხადებით არსებობს ალტერნატიული გასათბობი საშუალება ელექტრო ენერგია (ელექტრო ენერგია უფასოდ მიეწოდება ზემო სვანეთის მოსახლეობას), მაგრამ ძალიან დაბალი ძაბვის მიწოდების გამო ისინი ვერ ახერხებენ ელექტრო ენერგიის სათბობ საშუალებად გამოყენებას და ტყის რესურსების დაზოგვას. 

მოსახლეობის 80% თვლის, რომ არსებობის შემთხვევაში გამოიყენებდა ალტერნატიულ სათბობ საშუალებას. გამოკითხული მოასხლეობის უმეტესობა საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს: ფიჭვის, არყის, წიფლის ხეებს. გამოკითხულთა 40% შეშას ყიდულობს, ხოლო დანარჩენი თავად მოიპოვებს ახლომახლო ტყეებში. დღევანდელი ინფორმაციით შეშით მომარაგებულია ყველა გამოკითხული ოჯახი.