ქობულეთის სოფელ აჭყვისთავის სკოლაში ჭაობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბის უმცროს კლასელებთან ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ჩატარდა მცირე სემინარი თემაზე: ქობულეთის ჭაობების უნიკალურობის შესახებ.

შეხვედრის დროს განიხილეს თუ რამდენად ძვირფასი რესურსი აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის. შეხვედრა ჩაატარეს სკოლი გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა. იგი მიეძღვნა ჭაობების საერთაშორისო დღეს.