თიანელმა მოსწავლეებმა სკოლაში მინი ეკო-ჰაბი საკუთარი ძალებით შექმნეს

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბს ,,მწვანე თიანეთს" დიდი ხანია უნდოდა ეკოჰაბის გახსნა სკოლაში, თუმცა ბავშვებს ამაში სხვადასხვა მიზეზები არ უწყობდა ხელს. ეს იყო პირველ რიგში სივრცისა და სახსრების უქონლობა, თუმცა ბოლოს მოსწავლეებმა მაინც შეძლეს მცირე ეკოჰაბის შექმნა სკოლაში. ამისათვის სკოლის ბიბლიოთეკაში გამოიყო კუთხე და გუნდის წევრებისა და მასწავლებლების მიერ შეგროვილი წიგნები განთავსდა.

"ჩვენი ეკოჰაბის კუთხეში განვათვასეთ სხვადასხვა საინფორმაციო ენციკლოპედიები გარემოს, ცხოველების, მცენარეთა მოვლის შესახებ. აქვე მივუჩინეთ ადგილი ჩვენ მიერ დამზადებულ ჟურნალსა და ეკოლოგიურ მაგიდის თამაშებს. დროდადრო ეკოჰაბის კუთხეს კიდევ უფრო გავამდიდრებთ. გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით სკოლის სასწავლო ნაწილსა და ჩვენს მასწავლებელს - ნანა ლომაძეს" - ამბობს თიანეთის მეორე სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, თამარ აბრამიშვილი.