გალის სოფელ თაგილონში მოსწავლებმა მარტოხელა მოხუცებს შეშა მიუტანეს

ოკუპირებულ გალში, სოფელ თაგილონის სკოლის გუნდმა - "მწვანე სამოთხემ " გადაწყვიტა , სოფელში მცხოვრები მარტოხელა მოხუცებისთვის გაეწიათ ზამთარში მეტად საჭირო დახმარება. გუნდის წევრები ეწვივნენ თაგილონში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცს, ლუსია არდაშჰელიას, რომელსაც ქონდა გათბობასთან დაკავშირებული პრობლემები. 

"დავამზადეთ შეშა და მოხუცს მივუტანეთ ოჯახში. იგივე პრობლემაზე გავუწიეთ დახმარება მარტოხელა მოხუცებს: რიმა ბერაიას, ნონა შენგელიას და ვაჟა შარიას. ჩვენი ჟურადღებით გახარებული მოხუცების ღიმილითა და იმედით სავსე თვალების შეხედვამ დიდი სითბო და კმაყოფილება გვაგრძნობინა. ჩვენი მიზანიც მათი დახმარება და გაბედნიერება იყო" - ამბობენ თაგილონელი მოსწავლეები.