ზუგდიდის სოფელ განმუხურის სკოლაში ნაკრძალებზე და ეროვნულ პარკებზე ისაუბრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "თოლიას" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგელებში მოაწყვეს პრეზენტაცია ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების დღესთან დაკავშირებით. 

პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეები ადრეული ასაკიდან გაუფრთხილდნენ საკუთარი ქვეყნის ბუნებას, გაიგონ თუ რა გავლენას ახდენს ბუნების მრავალფეროვნება ნაკრძალისა და ეროვნული პარკის ყოფაზე.