"ნარჩენების ახალი სიცოცხლე“ შულავერის N1 სკოლაში.

რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, მდგრადი განვითარების მიზანი 12-ის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მდგრად მოხმარეასა და წარმოებას, მოეწყო მცირე გამოფენა. გამოფენა ჩატარდა მარნეულის ახალგაზრდული იდეისა და ეკოკლუბ “მაის“ ერთობლივი კონკურსის ფარგლებში „ნარჩენების ახალი სიცოცხლე“. 

კონკურსის მთავარი მიზანი ბავშვების თვითცნობიერების ამაღლება იყო. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან კონკურსის ფარგლებში უამრავი ნარჩენი გადაურჩა ნაგავსაყრელზე მოხვედრას. ამ ნივთებმა ახალი დატვირთვა შეიძინა და ნარჩენების მეორად გამოყენებასაც შეუწყო ხელი.