თელაველმა მოსწავლეებმა რძის ვარგისიანობა გამოიკვლიეს

დღეს საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა უხარისხო საკვები და საკვებთან დაკავაშირებული პრობლემებია. კახეთში, ქალაქ თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ რამდენად განსხვავდება მაღაზიაში ნაყიდი რძე ჩვეულებრივი გლეხისაგან ნაყიდი რძისგან. 

მოსწავლეებმა ჩაატარეს ერთგვარი კვლევა და შეადარეს პროდუქტების გამჭვირვალობა, ცხიმიანობა,PH და შედეგები წარმოადგინეს ცდის ოქმის სახით. ასევე მოამზადეს თემა, რომელსაც წარადგენენ კონფერენციაზე.