თბილისელმა ბავშვებმა მდინარე დიღმურას სანაპირო დაასუფთავეს

თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია და დაასუფთავეს მდინარე დიღმურას მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ძირითად პრობლემას ქმნის პოლიეთილენის ბოთლები და პარკები, რომლებიც მიმოფანტულია მდინარის ნაპირებზე.

მხოლოდ ერთჯერად გასვლით ნაპირების მთლიანად დასუფთავება ვერ მოხერხდა. ეკოკლუბის მიერ იგეგმება მასშტაბური აქცია მდინარის მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისაგან სრულად გასაწმენდად.