სამეგრელოში, სოფელ ხეთის სკოლის ეკოკლუბელებმა, კოლხეთის ეროვნული პარკის "ნორჩ ელჩებს" უმასპინძლეს

სამეგრელოს სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა, კოლხეთის ეროვნული პარკის "ნორჩ ელჩებს" უმასპინძლეს. მათ სკოლას საჩუქრად ფრინველთა საკვებური და ხის ბუდეები გადასცეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდგომ სკოლის ეზოში ერთობლივად განათავსეს. 

შეხვედრა ინფორმაციული სახის იყო, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მანანა ჩიქოვანმა ჩაატარა პრეზენტაცია კოლხეთის ეროვნლი პარკის მახასიათებლების შესახებ. მთავარმა ელჩმა, არჩილ გვასალიამ ეკოკლუბელებს ნორჩი ელჩების პროექტისა და მათი აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო, შემდგომ კი „ტყის მცველნის“ წევრი, აქტიური და შემდგარი გარემოს დამცველი სანდრო ნარსია, ნორჩ ელჩებს ესაუბრა თავისი გამოცდილებასა და გამოწვევებზე კოლხური ბზის გადარჩენის საქმეში. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.