2018 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაცია იწყება (ვიდეო)

2018 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ტყის მასშტაბური აღრიცხვა-ინვენტარიზაცია იწყება. პროექტს გერმანიის მთავრობა 5 მილიონი ევროთი აფინანსებს. ინვენტარიზაცია ტყეში არსებული რესურსის შესწავლასა და ერთიანი ბაზის შექმნას გულისხმობს. საქართველოში ბოლოს ინვენტარიზაცია 1997 წელს ჩატარდა.

გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც აღნიშნულ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მოამზადა.