×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

იმერეთის სოფელ ძევრში მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული კვიპაროსები აღწერეს

იმერეთში, სოფელ ძევრის სკოლის ეკოკლუბ MAC_GEORGIA_ს წევრებმა სკოლის ეზოში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროზები დაათვალიერეს და მოახდინეს აღწერა, როგორია თითოეულის განვითარება, რომელი საჭიროებს უფროსების ჩარევას. მოიძიეს ინფორმაცია მათი გაშენების შესახებ . 

ამ ღონისძიების მიზანი იყო დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული გამოყენება, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება. ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.