ზამთრის არდადეგების მიუხედავად, მესტიის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვით საქმიანობას აგრძელებს

მიუხედავად ზამთრის არდადეგებისა, მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი აგრძელებს საქმიანობას. ეკოკლუბის წევრები დაინტერესდნენ თუ რა სახის გარემოსდაცვითი ლიტერატურა არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში. ამ მიზნით ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში, მათ მიერ მოძიებულ იქნა გარემოსდაცვითი ლიტერატრა, მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ მწვანე კუთხე,სადაც მსურველები ადვილად მიიღებდნენ მათთვის სასურველ ინფორმაციას. 

მონაწილეები ორ გუნდად დაიყვნენ. ერთმა ჯგუფმა მოაწყო მწვანე კუთხე, შეადგინა ილუსტირებული კატალოგი, სადაც მითითებულ იქნა წიგნის დასახელება და საკვანძო ინფორმაცია წიგნის შინაარსის შესახებ. მეორე ჯგუფის მიერ მომზადდა პოსტერი დევიზით“ იკითხეთ მწვანე წიგნები, გონიერები იქნებით“.

ეკოკლუბის წევრებმა გამართეს დისკუსია თემაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ლიტერატურის გაცნობა. მათი თქმით, ეს უფრო ეხმარება მოზარდს გაეცნოს სამყაროს და შეიმეცნოს ბუნების თავისებურებები.