×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

გორის ეკოჰაბში დამეგობრებულმა სკოლებმა ერთობლივი ლაშქრობა განახორციელეს

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მონაწილე გორის # 1 საჯარო სკოლაში ერთმანეთს დაუმეგობრდნენ გორის პირველი, გორის მე-3-ე და სობისის საჯარო სკოლები. მათი ინიციატივით სამივე სკოლის გუნდის წევრები წავიდნენ სალაშქროდ სვენეთის არქეოლოგიური აღმოჩენებზე. 

სვენეთი მდებარეობს გორი-თბილისის გზაზე 5- კმ-ზე. არქეოლოგიური განათხრები ამჟამად დაკონსერვებულია, აღმოჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია განთავსებული.

ამ ღონისძიებამ სამივე სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების თანამშრომლობას შეუწყო ხელი.