ქუთაისის N11 სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას ნარჩენების გონივრული მართვისკენ მოუწოდებენ

დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნილება ამა თუ იმ პროდუქტების მიმართ, შესამამისად წარმოიქმნა ნარჩენების უზღვავი რაოდენობა. ნარჩენი არის ყველაფერი ის რასაც აღარ ვიყენებთ თითოეული ჩვენგანი. ერთი ადამიანისთვის უსარგებლო ნივთი კი შეიძლება სხვისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

ამიტომ, ქალაქ ქუთაისის #11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ გამოფენა ”ნარჩენების გონივრული მართვა”. ნარჩენების მართვა ეს არის რესურსების განახლებისა და ხელმეორედ გამოყენების განსაზღვრული პრაქტიკა, რომელიც კონცენტრირებულია ბუნებრივი რესურსების მოხმარების რაოდენობრიობის შემცირებაზე.პლასტამასის ბოთლების, მინის ბოთლების, ცელოფნების, ფანქრის ნათლელებისგან ბავშვებმა ბევრი ლამაზი და სასარგებლო ნივთი შექმნეს

გამოფენა მოეწყო თვალსაჩინო ადგილას რათა ყოველივე ეს ინფორმაციის მომცემი ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.