ლენტეხის სოფელ ჩოლურის ეკოკლუბელებმა ბაგა-ბაღამდე მისასვლელი დათოვლილი გზა გაწმინდეს

სუსხიანი ზამთრის დადგომის შემდეგ საქართველოს მთიან რეგიონებში დიდთოვლობაა. ბუნებრივია დიდთოვლობაა სვანეთშიც, სადაც ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე სხვადასხვა სოფლის ეკოკლუბელები საინტერესო და რაც მთავარია მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებენ.

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩოლურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა დიდთოვლობის გამო გაუკვალავი გზის გადათოვლაში მიიღო მონაწილეობა და ამავე სოფლის ბაგა ბაღის ბავშვებს ეზოდან ბაღამდე მისასვლელი გზა გაუწმინდა. ამ გზით მოსწავლეები პატარა აღსაზრდელებს ბაღში უსაფრთხოდ და მარტივად შესვლაში დაეხმარნენ.

ლენტეხის სოფელ ჩოლურის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლი კონკურსში 2018 წლიდანაა ჩაბმული.