ეკოლოგიური "რა? სად? როდის?" თბილისის 191-ე სკოლაში

თბილისის 191-ე  საჯარო სკოლის ეკო-კლუბ "გესამანიეს" ინიციატივით, სკოლაში წარმატებით ჩაეშვა პროექტი - ეკოლოგიური "რა? სად? როდის?", რომლის მიზანიცაა ბავშვებში და მოზარდებში ასეთი ტიპის ინტელექტუალური თამაშებით წაახალისოს სკოლაში ეკოლოგიური ცოდნა.

როგორც ეკოკლუბელები გვატყობინებენ,  ეს ინტელექტუალური თამაში რამდენიმე ეტაპად გაიმართება და რაც მთავარია, პროექტის გამარჯვებულები, სკოლის დაფინანსების ფარგლებში (ფინანსები უკვე გამოყო სკოლის ადმინისტრაციამ), გააშენებენ სკოლის ტერიტორიაზე მცირე ბაღს.

მოსწავლეების თქმით, ამგვარი და კიდევ სხვა მრავალფეროვანი ინოვაციებით თბილისის 191-ე სკოლის ეკოკლუბი მომავალშიც განაგრძობს საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.