"მომავლის ბიზნეს სკოლის" ეკოკლუბელები ზესტაფონის სისუფთავეზე ზრუნავენ

,,მომავლის ბიზნეს სკოლის" ეკოკლუბ ,,მომავლის ეკოლოგიის'' წევრებმა ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დანაგვიანებული ადგილი. მოსწავლეებმა დაიწყეს მოძიება ინფორმაციის - თუ რატომ იყო ქალაქის ცენტრალური ნაწილი დანაგვიანებული.

ეკოკლებელმა მიმართეს იქვე მდებარე შენებოში განთავსებულ კერძო სტრუქტურებს, რომელთა შორის აღმოჩნდა ტელეკომპანია ,,არგოც". მათ განმარტეს, რომ ეს ადგილი საერთო იყო და მათი მოვლის პასუხისმგებლობა შენობის კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა, რომლის ვინაობაც დაუდგენელი იყო.  ყველა ზემდგომი ინსტანცია სხვადასხვა მხარეს მიუთითებდა პრობლემის მოგვარებაზე.

ეკოკლუბმა ამის შემდეგ პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართა  ქალაქის დასუფთავების სამსახურს და  მის უფროსს, ოლეგი შველიძეს. სამსახუროს უფროსთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ეკოკლუბი იშვილებდა აღნიშნულ ადგილს და აიღებდა პასუხისმგებლობას.

ეკოკლუბელები ამიერიდან რეგურალურად დაასუფთავებენ აღნიშნულ ტერიტორიას და მოუვლიან. ამაში მათ  დახმარება აღუქვა დასუფთავების სამსახურმაც.