×

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის მონაწილე ეკოკლუბების საყურადღებოდ !

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში და, ასევე, განაახლოთ ინფორმაცია გუნდის წევრების შესახებ. (მათ შორის, ასაკი). შეგახსენებთ, გუნდში მონაწილეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს.

მცენარეთა ახალგაზრდა ტექნიკოსები დაბა ნარუჯადან

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა ჩართული იყო ოზურგეთის ა(ა)იპ კოლეჯ  ჰორიზონტის პროექტში,,პროფესიული უნარები განვითარების ქვეპროგრამაში’’, მიმართულება ,,მცენარეთა დაცვის ტექნიკოსები’’-, რომელიც ეკოკლუბის წევრებით იყო დაკომპლექტებული.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში და  მათ მშობლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და შრომითი მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად გაცნობოდნენ მცენარეთა დაცვას, მათ გამრავლებას, მავნე მწერებთან ბრძოლის მეთოდებს, თესლის სწორად შერჩევას, პესტიციდების ნაკლებად გამოყენებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას.

სწავლების პროცესში მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადემონსტრაციო მასალით, პროგრამის დასრულების შემდეგ სკოლას გადაეცა მატერიალურ ტექნიკური ბაზა. (მიკროსკოპი, სასოფლო სამეურნეო იარაღები, მცენარეთა შეწამვლის აპარატი და სხვა).

მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს პროექტი და შემაჯამებელ შეხვედრაზე სერთიფიკატები გადაეცათ. სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები გამოთქვამენ სურვილს, შემოთავაზების შემთხვევაში კვლავ ჩაერთონ პროექტში.