ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე დაბა შუახევის სკოლაში

4 ოქტომბერს,  ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღეს, აჭარაში, დაბა შუახევის საჯარო სკოლის ეკო-გუნდის წევრებმა და გუნდის ხელმძღვანელმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ტრენინგი სკოლის  IV, V, VI კლასელებთან ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ.

ეკოკლიველები ტრენინგზე თანასკოლელებს ესაუბრნენ იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ მსოფლიო დაცვის დღეს მსოფლიოში განვითარებული ქვეყნები და მათ შორის როგორ აღინიშნება ეს დღე საქართველოში. ასევე მოიძიეს ინფორმაცია წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე და გააცნეს ბავშვებს.

"გვქონდა დაგეგმილი რამდენიმე აქტივობა. ერთ-ერთი იყო კროსვორდი, სადაც გუნდის წევრმა წარმოადგინა ბავშვებთან და ძირითადი სიტყვა იყო ცხოველი. ის უხსნიდა ცხოველებს, რათა გამოეცნოთ ესა თუ ის ცხოველი" - ამბობენ შუახევის სკოლის ეკოკლუბელები.

შემდეგი აქტივობა იყო პატარა ფილმების ჩვენება ცხოველების შესახებ. ფილმებში ასახული იყო, თუ როგორ რთულად ცხოვრობდნენ ისინი და როგორი ემოციებით ხვდებოდნენ ადამიანის მუდმივ ზრუნვას.

გუნდის ერთ-ერთმა წევრმა დაამზადა ვიდეო, ბავშვებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაც გადმოცემული იყო რომ უნდა გავუფრთხილდეთ ცხოველებს.

ტრენინგის ბოლოს ბავშვებს დაურიგეს კითხვარები, სადაც მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი ცხოველების დაცვასთან დაკავშირებით.