მარტვილელი და ბაღდათელი ეკოკლუბელების ერთობლივი ლაშქრობა ნიკო კეცხოველის გზაზე

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი დაუმეგობრდა და 2019 წლის 28 ოქტომბერს მარტვილის  მუნიციპალიტეტის  ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოლუბს ესტუმრა.

შეხვედრა საინტერესოდ და სასიამოვნოთ წარიმართა. როკითის მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მასპინძლების უძველესი სკოლა, განსხვავებული ინფრასტრუქტურა, ხის მოაჯირებიანი ღია დერეფანი,რომელიც აკრავს მთელ სკოლას, მართლაც ჯანსაღი ატმოსფეროა, რადგან მოსწავლეები დასვენებაზე  სუფთა ჰაერზე არიან. ბუხარი ყველა საკლასო ოთახშია, ამას ხელს უწყობს ლამაზი ეზო და ახალი  გაზონები, სადაც რემონტი დამთავრების პროცესშია. მოსწავლეება ისაუბეს, კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე  მოხდა აზრების  გაცვლა-გაზიარება.

ბაღდათელმა და მარტვილელმა ეკოკლუბელებმა ერთად  გაიარეს ნიკო კეცხოველის გზა, დალაშქრეს ბალდისა და მარტვილის კანიონებიკაღუს (ჟუჟღისჩანჩქერირომელიც მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს.  გამოირჩევა ულამაზესი გარემოთი, კანიონის ტერიტორიაზე ეკო კლუბელებმა დააფიქსირეს კოლხური ტყის  უნიკალური სახეობები: წაბლიუთხოვარიმუხაძელქვაკუნელი, ბზის მთლიანად განადგურებელი ასწლოვანი ეები, რომელიც ბზის ალურას მავნე მოქმედების შედეგია. გზად  მცირე  დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს და სანაგვე ურნაში ჩაყარესყურადღება მიიპყრო მოსახლეობის აივნებზე ლამაზად დაკიდებულმა ხურმის ჩირის ფარდებმა. რაც სოფლის მდგრადობაზე მიუთითებს.

მარტვილის კანიონში ეკოკლუბელებს მეგზურობა რეინჯერმა ეკა ბაჩილავამ გაუწიანახეს დადიანების ბილიკიკირქვის ბუნებრივი ხიდებიგადასახედი პლატფორმებიჩანჩქერებიგანმარხებული ნიჟარები და ზღვის ზღარბებიკანიონის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა წავების და მდინარე აბაშის წყალში კალმახებისწვერებისქაშაყების რაოდენობამ. როკითის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და ბაღდათში დაპატიჟეს. დაიგეგმა ნიკო კეცხოველის გზის-საირმე ბაღდათის გავლა.

ლაშქრობა გაგრძელდა ოკაცეს კინჩხის ჩანჩქერსა და ტბაზე, უკან დაბრუნებულებმა ნახეს ოკაცეს კანიონი, ეს ბუნების ძეგლი  სოფ. გორდის მიდამოებში მდებარეობს. გაიარეს საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკში და 780 მ სიგრძის კიდული ბილიკი. ყურადღება მიიპყრო  სხმარტლით დახუნძლულმა  ხეებმა.