ქობულეთის მეხუთე სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას შემოუერთდა

ცოტა ხნის წინ, ქობულეთის N5 საჯარო სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეებმა დააარსეს ეკო კლუბი - ,,ბუნების შვილები". მალევე ჩატარდა ტრენინგ/სემინარი ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020". ამ აქტივობის მიზანი იყო თანატოლებისთვის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ს გაცნობა.

ტრენინგზე აღნიშნული იქნა, რომ შესაძლებელია მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ნებისმიერი პირის ჩართულობა მოხალისის სტატუსით. ტრენინგის დროს გამოიყენეს შემდეგი თვალსაჩინოებები: სლაიდ-შოუ, პლაკატები, ვიდეო მასალები და ა.შ.

ტრენინგის ერთ-ერთ აქტივობაში მოხალისეებს დაურიგდათ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც შეავსეს და მოხდა მათი მოხალისედ აყვანა ამავე კლუბში. ტრენინგის შემდეგ კლუბში გაწევრიანდნენ მე-7 დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები რომლებიც ჩაერთვებიან კლუბ ,"ბუნების შვილები"-ს წევრებთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში.