"მსოფლიოს დიდი გაკვეთილი" ჭიათურაში

ჭიათურის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი 11 ოქტომბერს შეურთდა ამავე სკოლის პედაგოგების მიერ ინიცირებულ ღონისძიებას - “მსოფლიოს დიდი გაკვეთილი“. პროექტი მიზნად ისახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მონაწილეობას იღებდნენ ეკოკლუბის წევრები,რომლებმაც უშუალოდ გააშუქეს პრეზენტაცია,ხოლო ერთ-ერთმა წევრმა სიმბოლურად შეასრულა სიმღერა - We are the world. პროექტს ესწრებოდნენ ჭიათურის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგზარდობასთან ურთიერთბის განყოფილების უფროსი,რომელმაც პროექტი დადებითად შეაფასა.

მეორე სკოლის ეკოკლუბის მიზანი - ბავშვების ცნობიერების ამაღლება გამართლდა და გუნდი აპირებს სამომავლოდაც ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში.

აღნიშნული ღონისძიება გააშუქა,ადგილობრივმა, ტელევიზია "იმერვიზიამ".