დასუფთავების აქცია საშევარდნოს კლდეზე

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწილის,  ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოხალისეებთან ერთად დაასუფთავეს ჭიათურაში მდებარე საშევარდნოს კლდის მიმდებარე ტერიტორია.

ადგილზე, ძირითადად, შეინიშნებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, უმეტესად პოლიეთილენის, რაც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს გარემოს, ვინაიდან ის არ დეგრადირდება და გამოყოფს მომწამლავ ნივთიერებებს.

გუნდმა პრიორიტეტად სწორედ ეს ტერიტორია მიიჩნია, რადგან საშევარდნოს კლდე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია ჭიათურაში.