როგორ აღნიშნეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღე ხარაგაულში

11 სექტემბერს მსოფლიო კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეა. დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის ინიციატივით ხარაგაულში კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღე ველომსვლელობით აღინიშნა. ეკო კლუბის ,,მწვანე სამყაროს" ინიციატივას ბაზალეთის, საღანძილისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლებს გარდა ველორბოლამ დაინტერესება გამოიწვია მოსახლეობაში და აღნიშნულ აქციას მოხალისეებიც შემოუერთდნენენ. ყველაზე პატარა მონაწილე 5 წლის თამარ ებანოიძე იყო. სულ აქციაში 20-მა ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა. 

დედამიწისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის, მდგრადობისთვის დაიგეგმა, რომ 2020 წელს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მასშტაბურად აღინიშნოს და ტრადიციად დამკვიდრდეს.

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ველო ციკლს მხარს უჭერდა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შსს ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია. აქციის შესახებ ინფორმაცია დაანონსდა, როგორც სკოლის ოფრიციალურ გვერდზე, აგრეთვე ადგილობრივი გაზეთის ,,ჩემი იმერეთი" საშუალებით. 

აღნიშნული აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მესამე, მეცამეტე, მეთხუთმეტე და მეჩვიდმეტე მიზნებიდან. 

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად