სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბმა ჩხოროწყუს მერთან მემორანდუმი გააფორმა

ჩხოროწყუს სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბ „ეგრისის“ წევრები (მეგი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, მაია მებონია) შეხვდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით გოგუას.                                                                  

მდგრადი განვითარების მე-17 მიზნიდან გამომდინარე პარტნიორობის, მეგობრობისა და მიზნების ერთობლივად მიღწევისთვის დაიდო მემორანდუმი მერიასა და ეკოკლუბს შორის. მე-15 მიზნიდან გამომდინარე მემორანდუმის მთავარი მიმართულება გახდა ზრუნვა ეკოსისტემის დაცვაზე, განსაკუთრებით კი ბრძოლა კოლხური ბზის გადასარჩენად.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანია,  ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება-განვითარებას სკოლის მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას  გარემოს დაცვითი კუთხით.