ეკოკლუბის ფორმირება ბაღდათის სოფელ როკითის სკოლაში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის  საჯარო სკოლის  ეკოკლუბის წევრებმა მოაწყვეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა მაია აბდალაძემ  შეაჯამა გასული წლის შედეგები და  ისაუბრა მიღწევებზე, რომელიც კონკურსის ფარგლებში კლუბმა მოიპოვა.

აღნიშნა, რომ გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა და შედეგად ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის საპატიო  პირველი ადგილიც მოიპოვა, ასევე მადლობა გადაუხადა კლუბის წევრებს და ყველას ვინც მუშაობაში კლუბს გვერდით ედგა. ნანა ლაბაძეს კი მოულოცა პრიზი- ერთი დღე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს  მინისტრობა. ნანა ლაბაძემ  გააკეთა ფინალზე წარდგენილი პრეზენტაცია და ნაჩვენები იქნა ვიდეო კოლაჟი ჩატარებული აქტივობების.

შეხვედრის ბოლოს ეკო ლიდერმა ნანა ლაბაძემ გააკეთა პრეზენტაცია  და გააცნო საზოგადოებას „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია  2020 წლის" კონკურსში მონაწილეობის წესები, მიზნები და ამავე კონკურსში ქულების დაგროვების პრინციპი.

ისაუბრა მთლიანად პროექტის არსზე, მის ისტორიასა და პრიორიტეტებზე,  იმ დადებით მხარეებზე, რასაც ეს პროექტი და მასში ჩართვა ემსახურება. განმარტა სოციალური პასუხისმგებლობის არსი, რაც  მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბოლოს  უსურვა ახალ გუნდს წარმატებები და შეპირდა დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ჩაერთოს ეკოკლუბის მუშაობაში, ჩატარდა ეკოსპიკერის კონკურსი და გამოვლინდა აქტიური მოსწავლეები,  დაკომპლექტდა როკითის ეკოკლუბ „ ბიოფილები"-ს ახალი გუნდი, რომელიც იზრუნებს თემში არსებულ  პრობლემებზე და იმუშავებს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანზე.

მიზანი 4-ხარისხიანი განათლება

მიზანი 17-პარტნიორობა,მეგობრობა და მიზნების მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევა.