დასუფთავების აქცია ხარაგაულის სოფელ კიცხში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების, ვარძიისა და კიცხის საჯარო სკოლების ეკოკლუბებმა მოაწყვეს ერთობლივი დასუფთავების აქცია მდინარე ბორიმელას სანაპიროზე. მოსწავლეებმა დაასუფთავეს მეღვინეობა "კიცხის" მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძირითადად დაბინძურებული იყო მოსახლეობისგან პოლიეთილენით.

აქციაში ჩართული იყო სოფელ კიცხის რწმუნებული გ. ჩხიკვაძე. დასუფთავებულ ტერიტორიაზე მოსწავლეებმა დატოვეს აბრა წარწერით: "არ დაყაროთ ნაგავი", რომელიც თვითონ მოამზადეს.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებმა ისწავლონ გარემოს მოვლა და აგრეთვე სხვისთვის იყოს მაგალითი მათი ქცევა.

აქტივობა მდგრადი განვითარების მე-3-ე, მე-17-ე მიზნების შესაბამისია: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის და პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის.