ხარაგაულელმა მოსწავლეებმა ქცევის წესები შეიმუშავეს

ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბი ,,ბაო" ზაფხულის არდადეგების მიუხედავად აქტიურად განაგრძობს მუშაობას. წინა კვირას შეიკრიბა გუნდი. ერთობლივად ნახეს მხატვრული ფილმი ,,განაშენიანება". გამართეს დისკუსია ადამიანის დამოკიდებულებასა და ცოცხალ გარემოზე.

ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანის სურვილები, ინტერესები, მოთხოვნილებები მით მეტი ზიანი ადგება გარემოს. მათ ერთობლივად, ჯგუფურად იმუშავეს პოსტერზე, თითოეულ ნახატს თავისი სლოგანი მოუფიქრეს და თქვეს, რომ ისინი იქნებიან პირველი დამცველი ბუნებისა. ვისაც არ უნდოდა ჯგუფში მუშაობა და მან დამოუკიდებლად შეიმუშავა ქცევის წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. 

1. დაეხმარეთ მოხუცებს, ან სხვას, ვისაც მძიმე ტვირთი მიაქვს, შეუმსუბუქეთ ტვირთი.

2. არ გადმოყაროთ პარკი, პოლიეთილენი, ნაგავი მანქანიდან ქუჩაში.

3. დააპურე ცხოველები, იზრუნე ქუჩის ძაღლებზე.

4. ნაგავი ჩაყარე ურნაში. 

სასკოლო აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მეოთხე და მეთხუთმეტე მიზნიდან.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება